✅🌷🎋გაზაფხული – ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი❗️
💑❣️გაზაფხული წელიწადის ყველაზე მშვენიერი პერიოდია. ქვეყნად არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს სეზონი არ უყვარს. ამ დროს ხომ ყველაფერი ასმაგად ლამაზია. იღვიძებს ბუნება და მასთან ერთად ადამიანები. მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ საამური სუნი ტრიალებს . გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ადამიანებიც ლამაზდებიან. თვალები უჩვეულოდ უცინციმებთ, ბაგეებზე ნაზი ღიმილი დასთამაშებთ, განწყობა ამაღლებული აქვთ. ეს ყველაფერი გაზაფხულის ბრალია. გაზაფხულის დაწყების დროს ადამიანი ახალ ცვლილებებს ელოდება ცხოვრებაში, მათ შორის სიყვარულს. ცხოვრებას სხვა თვალით უყურებენ: გულში იმედი ჩნდება, ისახება ახალი მიზნები და იბადება ახალი იდეები. აღარ სურს ადამიანს სახლში ჯდომა, სამსახურში წასვლა, და სკოლაში სიარული, როცა გარეთ ბუნების ზეიმია, ძნელია გაჩერდე ერთ ადგილას და საქმეს დაუდო გული. გრძნობ, რომ ბუნების ნაწილი ხარ, მისი განუყოფელი ნაწილი. მხოლოდ გაზაფხულის დღეებს შეუძლიათ მთელი წელი გამყოფოთ ბედნიერებითა და სიყვარულით აღსავსე. ადამიანებს ეხლა, არ გაქვთ მოწყენისა და დადარდიანების უფლება. ამჟამად მხოლოდ დადებითი ემოციებით, სიყვარულითა და სიხარულით უნდა აივსოთ გული. პრობლემები გაატანეთ ცივ და მკაცრ ზამთარს. ნუ წაართმევთ თქვენს თავებს ბედნიერებას. თქვენ მას იმსახურებთ.