😞☹️დეპრესია და ნევროზი❗️დაავადება თუ მისტიკა 
ამის შესახებ დაწვრილებით გეტყვის ქალბატონი ჟანნა მკითხავი და მაგი. 👏🤝
.
🤧😴😵მუდმივი მოწყენილობა, უიმედობა,… ეს ყველაფერი დეპრესიის სიმპტომებია, რომელიც გაზაფხულზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება. როგორ უნდა ვებრძოლოთ მას და რატომ გახშირდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ეს განცდა, ეს პრობლემა ბევრ თქვენგანს აწუხებს, დეპრესიული ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განცდას სიყვარული წარმოადგენს, რომელიც მასში აღძრავს სურვილს, რომ ვინმე უყვარდეს და მასაც სიყვარულით უპასუხებდნენ. ამ დროს დეპრესიულ პიროვნებას შეუძლია თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს, მაგრამ ეს გრძნობა ყველაზე დიდ საფრთხეებსაც მალავს. ღრმა დეპრესიით შეპყრობილ ადამიანებში სიყვარულის განცდას «დაკარგვის შიში» გადასძლევს დეპრესია – ეს ისეთი დაავადებაა, რომელსაც ასაკი არ აქვს. იგი შეიძლება დაემართოს დიდსაც და პატარასაც, მაგრამ საერთოდ, სტატისტიკურად ყველაზე ხშირად, დეპრესია ემართებათ 30-დან 50- წლამდე ასაკის ადამიანებს. მაგ პერიოდში ადამიანს შიში აქვს მარტო დარჩენის – ოჯახის გარეში. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დეპრესია ცხოვრებაში ერთხელ ემართებათ, ან რამოდენიმეჯერ, მაგრამ არსებობს ასევე ქრონიკული დეპრესია, რომელიც ხანგრძლივად მიმდინარეობს. ფსიქიატრიაში დიაგნოზი – დეპრესია გამოიყენება იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლის დროსაც პაციენტი უჩივის ცუდ ხასიათს, და ბოდვითი ხასიათის თვითბრალდებებით. ეს არის აფექტური მოშლილობებიდან ერთ–ერთი, სახელწოდება კი იმიტომ არის ასეთი, რომ ფუჭდება ხასიათი. ხასიათი შეიძლება გაფუჭდეს ამინდის გამო, ტრანსპორტის დაგვიანებაზე, მატერიალური პრობლემის გამო, საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო, ცელქი ბავშვის გამო და ასე შემდეგ. ხასიათის სტაბილური წახდენას თან ახლავს იმ ინტერესების დაკარგვაც, რაც ადრე მიმზიდველი, სიამოვნების და სიხარულის მომტანი იყო – გართობის სხვადასხვა ფორმა, ურთიერთობა, წიგნის კითხვა, ჰობი, პროფესიული საქმიანობა, სქესობრივი ცხოვრება და ა.შ. აქ არა მხოლოდ სიამოვნების გრძნობა იკარგება, არამედ მოტივაცია და სურვილიც დაკავდეს, რომელიმე ზემოაღნიშნული საქმიანობით, ხოლო დაინტერესება იცვლება გულგრილობით და გაღიზიანებით. დეპრესიის ყველა ტიპის დროს ასევე კნინდება პირველადი ბიოლოგიური მოტივაციებიც – ირღვევა ძილი, მადა, სექსუალური ფუნქციები. ამ დარღვევების ხარისხი განისაზღვრება დეპრესიული მდგომარეობის სიმიძიმით. დეპრესია თუ ნევროზი ყოველდღიურ სიტყვად იქცა, ეს კი სწორი არ არის. ადამიანი ინდივიდია და ის თავისებურად გამოხატავს ემოციას, რაც არ გულისხმობს აუცილებლად დეპრესიას ან ნევროზს.დეპრესიის პირველადი ნიშნები უმეტესწილად არის: უხასიათობა, უხალისობა, თავის არიდება კონტაქტებზე, გარკვეულწილად მოწყვლადობა, უსხივობა თვალებში, ადამიანი არ ერთვის კონტაქტში, არ ერთობა, უცნაურ აზრებს გამოთქვამს, პოზიტიური მოვლენები მისი ყურადღების მიღმა რჩება. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ფსიქოლოგთან მცირე კონსულტაცია საჭიროა. დეპრესიას თავისი ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს და ეს კომპლექსურად განსახილველია. იგივე პარატა ცელქი ბავშვი, რომელიც არ უჯერებს მშობელს, ტირის, ცელქობს, ამტრევს ყველაფერს – მაგას ქვია ნევროზული დაავადება. ნევროზული დაავადებების დროს ადამიანისთვის იმდენად მძიმეა ის განცდები, რაც ახლავს ნევროზს, რომ ის აუცილებლად ითხოვს შველას. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალების დეფიციტს, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, შესაძლოა შეაწუხოს თავის ხშირმა ტკივილმა, ძილის დარღვევამ, ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს გულის დაავადებების შიში, გაგიჟების შიში, ღია სივრცის შიში და სხვა. საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულება ნევროზის ერთ-ერთი მახასიათებელია. ფსიქოზი ფსიქიკური დარღვევის გამოხატული ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანის მოქმედება შორდება არსებულ რეალობას, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ მდგომარეობისას ადამიანი რეალურ სამყაროს მკვეთრად დამახინჯებულს ხედავს, რაც ვლინდება ქცევის დარღვევით და ფსიქოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენით. ფსიქოზის დროს ადამიანს ის ნიშნები გამოაჩნდება, რომლებიც ნორმალური ფსიქოემოციური ფონის მქონე პიროვნებისთვის დამახასიათებელი არ არის. ყველაზე ხშირად ეს აღქმის, მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევაა. ფსიქოზის დროს, იმიტომ, რომ ადამიანს უჭირს გაცნობიერება და აღიარება, რომ მას რაიმე პრობლემა აქვს, ნაკლებად ითხოვს შველას და მიმართავს ვინმეს დასახმარებლად. ამ დაავადებების დროს კატეგორიულად არ შეიძლება თვითმკურნალობა ან ყურადღების მიღმა დატოვება. ეს ფსიქიკური დაავადებები აუცილებლად სპეციალისტისგან დანიშნულ მკურნალობას საჭიროებენ. არსებობენ ლოცვები დეპრესიის, შიშის და ფსიქოზის საწინააღმდეგ.🙏🙏🙏
ძვირფასო მეგობრებო და სტუმრებო! ვისაც გაწუხებთ დეპრესია, ნევროზი, შიში ან სხვა დაავადება გული არ გაიტეხოთ. იგი ადვილად განკურნებადია. მთავარია რწმენა და სურვილი გქონდეთ. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. იკვებეთ სწორად, მისდიეთ სპორტს, აკეთეთ საყვარელი საქმე და, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ.